Განათლების პრობლემები საქართველოში

Written by Alexandra Drugescu-Radulescu, translated by Zuka Kochladze

შესავალი

საქართველოში სრული ზოგადი განათლება ხორციელდება სამ საფეხურზე: დაწყებითი (1-4 კლასები), საბაზო (VII-IX) და საშუალო (X-XII). პირველი ორი საფეხური სავალდებულოა. ბავშვები იწყებენ ნიშნის მიღებას საბაზო საფეხურზე, სადაც შეფასებულები არიან 1-დან 10 ქულამდე. ყველა სკოლა ვალდებულია რომ მიჰყვეს ეროვნული სასწავლო გეგმას. ის შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ის იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელი საგანი უჭირს ბავშვს. ასევე, ასეთ შემთხვევებში დაშვებულია საშინაო განათლება, მოსწავლე ჩარიცხულია სკოლაში, მაგრამ სწავლობს სახლიდან. თუმცა, არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულებები იმისა, რომ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები აწყდებიან სისტემურ სირთულეებს ქართულ განათლების სისტემაში. საქართველომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესა თავისი განათლების სფერო, მაგრამ გამოწვევები მაინც არსებობს. მაგალითად, UNICEF-ის ცნობით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის განათლების ხარისხი, რასაც თან ერთვის ქვეყნის მცირე ბიუჯეტი განათლებისთვის, იგივე მშპ-ის მქონე ქვეყნებთან შედარებით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს საქართველოს მშფოთვარე ისტორია, სანამ გავაანალიზებთ მისი განათლების სისტემის სხვადასხვა გამოწვევას. სსრკ-ში გატარებული ხანგრძლივი დროის შედეგად საქართველოს ჯერ კიდევ ებრძვის სისტემურ პრობლემებს, როგორც შედარებით ახალი დემოკრატია, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა 1991 წელს. სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს თავისი საგანმანათლებლო სისტემა მომდევნო ათწლეულებში.

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები

Special-needs teacher Lia Tabatadze assists a boy in a seventh-grade math class in Tbilisi’s School #124 on Oct. 20. Since 2013, Georgia’s education ministry has provided training for 4,700 school professionals and psychologists in special-needs education. (Photo: Monica Ellena)

საქართველოს ზემოთნახსენები ძლიერი კანონმდებლობა მიზნად ისახავს შესაძლებლობის მიცემას ყველა ბავშვისთვის, რათა მათ მიაღწიონ აკადემიური წარმატებას. განათლების სამინისტროს ვებგვერდის ყურებისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალგაზრდებს აქვთ თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ იდეას კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს მიერ რატიფიცირება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის. კონვენციის 24-ე მუხლი ხაზს უსვამს, რომ თანაბარი შესაძლებლობების უფლების საფუძველზე, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ არადისკრიმინაციული განათლება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონვენციას არ აქვს იურიდიული ვალდებულება, იგი ასახავს ხელმომწერი მხარეების, მათ შორის საქართველოს, აღიარებას ინკლუზიური განათლების საჭიროებაზე. ამ საერთაშორისო ნორმების დამტკიცება იყო გაერთიანებული ეროვნულ კანონმდებლობაში. 2005 წელს საქართველომ დაამტკიცა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი, რომელიც ხაზს უსვამს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას. კანონი საფუძველს უყრის ბავშვების წარმატებული განვითარებას. თუმცა, ეს იდეა პრაქტიკაში არ სრულდება, თუ გავითვალისწინებთ იმ პრობლემებს, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები აწყდებიან.

მაშინ როცა საქართველო ამაყობს 14-დან 24 წლამდე ახალგაზრდების წერა-კითხვის თითქმის 100%-იანი მაჩვენებლით, მოსახლეობის აღწერამ აჩვენა, რომ ეს მონაცემი მცირდება 86.2 პროცენტამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცებისთვის – 87.0 პროცენტამდე. გარდა ამისა, კიდევ უფრო შემაშფოთებელი დასკვნაა ისაა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 11765 ბავშვიდან მხოლოდ 1244 ბავშვია რეგისტრირებული სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური განათლება საქართველოში 10 წლის წინ დაინერგა, საჯარო სკოლების მხოლოდ 65% აცხადებს, რომ ჰყავთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები. და რადგან სახელმწიფო არ აგროვებს სტატისტიკას იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც ფორმალური განათლების მიღმა არიან, შეუძლებელია სანდო ანალიზის გაკეთება ინკლუზიური განათლების წარმატების მაჩვენებელზე. ეს კი თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ შეუძლებელია მკაფიო სტრატეგიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ნაყოფიერ განვითარებას, ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

Იმის მიუხედავად, რომ მთავრობა ნებას რთავს სასწავლო გეგმაში გარკვეული ცვლილებების განხორციელების, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არ იძლევა ალტერნატიული სწავლის შესაძლებლობას, რომელიც გაითვალისწინებდა ბავშვის სპეციფიკურ აკადემიურ საჭიროებებს. UNDP-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში საქართველოში შშმ პირთა უფლებების სიტუაციის შესახებ, აღნიშნულია ის ფაქტი, რომ საგანმანათლებლო სისტემაში დისბალანსის მთავარი მიზეზი არის ნაკლებობა რესურსებსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. უკეთესმა ინფრასტრუქტურამ, სასწავლო მასალამ და ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალების გადამზადებამ შეიძლება ზრდის მაღალი გახადოს ალბათობა იმისა, რომ შშმ ბავშვები მიაღწევენ აკადემიურ წარმატებას.

სისტემის რეკონსტრუქციისთვის გადაიდგა სამართლებრივი ნაბიჯები . ერთ-ერთი ამის მაგალითია 2018 წლის ცვლილება ზემოხსენებულ ზოგადი განათლების კანონში. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გვთავაზობს საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მკაფიო გეგმას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის ის, რომ 2018-დან 2019 წლამდე ოთხჯერ გაიზარდა თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც სპეციალურად არიან მომზადებულნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ზედამხედველობისთვის. ამ ახალი საკანონმდებლო ბაზის მიუხედავად, უდავოა, რომ ამ დროისთვის ამ რესურსების მთავარი მომხმარებლები არიან ბავშვები პრივილეგირებული რაიონებიდან თუ უბნებიდან. თუმცა, ეს არის პირველი ნაბიჯი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ იმ ბავშვების, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ უკეთესი შესაძლებლობები, თუ მათ დაეხმარებიან სოლიდური განათლების მიღებაში.

რეგიონული განსხვავებები

Administrative Map of Georgia Map based on a UN map. Source: UN Cartographic Section

საქართველო ამაყობს დაწყებითი და საბაზო სკოლების დამთავრებულთა მაღალი მაჩვენებლებით. ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ საშუალო სკოლის დამთავრების მაჩვენებელიც შედარებით მაღალია, მაგალითად, თბილისში მოსწავლეთა 76% ასრულებს საშუალო საფეხურს. თუმცა, სხვა რეგიონების გათვალისწინებისას, შეიმჩნევა, რომ ღარიბ რაიონებს არ გაუმართლათ. მაგალითად, კახეთში სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 58%-ია.[14] რატომ არსებობს ასეთი დიდი რეგიონული უთანასწორობა, 30%-ზე მეტი სხვაობით? UNICEF-ის მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევაში გაანალიზებულია ქართველთა პასუხები, რათა მივიღოთ სანდო მონაცემი განათლების ხელმისაწვდომობისა და დასრულების შესახებ.[15] ერთ-ერთი მთავარი დასკვნა ანალიზისა ისაა, რომ სკოლის დამთავრების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები შეიძლება გამოვლინდეს ქვეყნის ყველაზე ღარიბ რეგიონებში. ამან შეიძლება წინ წამოაყენოს დისკუსიის დროს კავშირი ფინანსურ რესურსებსა და განათლების ხარისხს შორის. სოფლად მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ნაკლებად აქვთ პირადი საშუალებები განათლების დასასრულებლად, ასევე არც თუ ისე ხშირად სთავაზობენ მცირე საგანმანათლებლო დაწესებულებებს საჯარო დაფინანსებაც. მაშინაც კი, როცა დაწყებითი სკოლის დამთავრების მაჩვენებლებს ვუყურებთ, სადაც რომ სხვაობა უფრო მცირეა, ვხედავთ, რომ მდიდარ ურბანულ რაიონებში გაზრდილი ბავშვები უფრო მეტად ამთავრებენ სკოლას.

გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს, რომ ისეთ ფაქტორს, როგორიცაა ეთნიკური წარმომავლობა, ასევე შეაქვს წვლილი განათლების ხელმისაწვდომობაში. მაგალითად, აზერბაიჯანელი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სკოლაში არ სწავლობენ, სამჯერ მეტია სკოლაში არ მყოფ ქართველ ბავშვთა რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელები ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობაა საქართველოში.

განსხვავებები კიდევ უფრო ცხადია OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA-ში) ქართველი ბავშვების შედეგების გაანალიზებისას. შეფასების პროგრამა აფასებს ბავშვებს კითხვაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და რეალური გამოწვევების დაძლევის უნარებში. სოფლად მცხოვრებმა მოსწავლეებმა 2015 წელს 44 ქულით ნაკლები მოაგროვეს, ვიდრე ქალაქებში მცხოვრებმა მოსწავლეებმა. ეს სხვაობა ეკვივალენტურია სწავლის წელიწადნახევრის [18]. რეალურად, ეს სხვაობა გაიზარდა დროთა განმავლობაში, სოფლისა და ქალაქების მონაწილეებს შეფასების შორის 2009 წელს სხვაობა მხოლოდ 33 ქულა იყო.

ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები ხაზს უსვამს საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული უთანასწორობა არსებობს მთელ მსოფლიოში საგანმანათლებლო დაფინანსებისა და შესაძლებლობების კუთხით, ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. საკითხის გარჩევისას უნდა იყოს ინიციირებული ისეთი განათლების სისტემის წარმატებულობის მაჩვენებლის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს ნაკლებ პრივილეგირებული რაიონებს.

განათლების ხარისხი

Children from Tbilisi’s kindergartens; Source:  https://georgiaabout.com/2014/10/21/kindergarten-autumn-festival-in-tbilisi/

განათლების სისტემის ხარისხის შესაფასებლად საჭიროა მთელი რიგი ფაქტორების გაანალიზება. პირველ რიგში, სწავლების მოდერნიზება უმთავრესია ხარისხიანი, თანამედროვე განათლების მისაღწევად. სისტემის მოდერნიზაციისათვის აუცილებელია კარგად მომზადებული პროფესიონალების ყოლა, რომლებსაც სურთ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა თავიანთ სწავლებისა და შეფასების მეთოდებში. OECD-ის განათლების ანალიზისა და შეფასების მიმოხილვების მიხედვით, საქართველო მოდერნიზაციის კუთხით დაბალ პოზიციაზეა, პირველ რიგში, მასწავლებელთა ასაკის გამო.[19] მათი მეოთხედი 60 წელზე ასაკოვანია, რის გამოც მათ შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ სწავლების უფრო ტრადიციული ფორმებს.[20] მიუხედავად იმისა, რომ მოდერნიზაციის შესახებ კამათი უფრო ნიუანსურია, ასაკოვანი მასწავლებლების გაერთიანება საგანმანათლებლო პერსონალის დაბალ ანაზღაურებასთან და თვალსაჩინო ფენომენთან, გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დასახვეწი ტაქტიკები, რათა წაახალისოს მასწავლებლები თანამედროვე მეთოდების დასანერგად კლასში.

მეორე რიგში, შესაძლებელია განათლების სისტემის ეფექტურობის განსაზღვრა, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის ხარისხიანი. მისი მოსწავლეების შედეგები ისეთ საერთაშორისო შეფასების პროგრამებში, როგორიცაა ზემოხსენებული PISA, ძალზე აქტუალური საქართველოს შემთხვევაში. აშკარა გაუმჯობესებაა საქართველოს 2015 წლის შედეგებში 2009 წელთან შედარებით, მეცნიერებასა, მათემატიკისა და წიგნიერებაში. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ეს ზრდა აღსანიშნავია, ქართველი მოსწავლეები მაინც უფრო დაბალ ქულებს იღებენ სხვა ბავშვებთან შედარებით. მაგალითად, ბავშვების მხოლოდ 1%-მა შეძლო საუკეთესო შედეგის მიღწევა, ეს უფრო დაბალია OECD-ის ქვეყნების საშუალო 8%-ზე. გარდა ამისა, მეცნიერებაში ჩამორჩენილი მოსწავლეების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წილი საქართველოდან მოდის.

მოდერნიზაციის ნაკლებობა და მოსწავლეთა დაბალი შედეგები საერთაშორისო შეფასების გამოცდებზე შეიძლება იყოს დაკავშირებული და წარმოაჩენდეს სტრუქტურულ პრობლემას საქართველოს განათლების სისტემაში. უკეთ გაგება, თუ როგორ შეიძლება მოხდეს სწავლება, მასწავლებლებისთვის უკეთესი წახალისების სისტემასთან ერთად, შეიძლება პოტენციურად გაზარდოს მოსწავლეთა შედეგი.

დასკვნა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ჩაატარა მრავალი რეფორმა. შეინიშნება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე არის მცდელობა შეიქმნას ახალი საკანონმდებლო პროექტები, რომლებსაც შეუძლიათ ფაქტობრივი ცვლილებების გაგრძელება. მიუხედავად ამისა, საქართველო კვლავ დგას მთელი რიგი საგანმანათლებლო გამოწვევების წინაშე, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვების ცხოვრებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ინდივიდი შეიძლება იყოს უფრო მგრძნობიარე იმგვარ გამოწვევებს, როგორიც იყო ზემოთ წარმოდგენილი, განათლების სისტემის გაუმჯობესება შეიძლება ყველასთვის სასარგებლო იყოს.

 

 

Reference List

Digitaldesign.Ge. (n.d.). Chapter VI.  Basic Methodological Orientations – The Portal of National Curriculum. The Portal of National Curriculum. http://ncp.ge/en/curriculum/general-part/general-part/tavi-vchapter-vi-basic-methodological-orientations

General Education. (n.d.). UNICEF Georgia. https://www.unicef.org/georgia/general-education

Li, R., et al. (2019), OECD Reviews of Evaluation and Assessment in Education: Georgia,

OECD Reviews of Evaluation and Assessment in Education, OECD Publishing, Paris, https://doi.org/10.1787/94dc370e-en.

Mizunoya, Suguru & Amaro, Diogo & Mishra, Sakshi. (2020). Georgia: Education Fact Sheets | 2020 Analyses for learning and equity using MICS data.

Situation Analysis of the Rights of People with Disabilities in Georgia. 2021 | United Nations Development Programme. (n.d.). UNDP. https://www.undp.org/georgia/publications/situation-analysis-rights-people-disabilities-georgia-2021

UN Enable – Text of the Convention on the Rights of Persons with Disabilities. (n.d.). https://www.un.org/esa/socdev/enable/rights/convtexte.htm

 

Notes

[1] http://ncp.ge/en/curriculum/general-part/general-part/tavi-vchapter-vi-basic-methodological-orientations

[2] http://ncp.ge/en/curriculum/general-part/general-part/tavi-vchapter-vi-basic-methodological-orientations

[3] http://ncp.ge/en/curriculum/general-part/general-part/tavi-vchapter-vi-basic-methodological-orientations

[4] https://www.unicef.org/georgia/general-education

[5] https://www.un.org/disabilities/documents/convention/convention_accessible_pdf.pdf

[6]https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/pwds_situation_analysis_2021_eng.pdf

[7]https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/pwds_situation_analysis_2021_eng.pdf

[8]https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/pwds_situation_analysis_2021_eng.pdf

[9]https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/pwds_situation_analysis_2021_eng.pdf

[10]https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/pwds_situation_analysis_2021_eng.pdf

[11]https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/pwds_situation_analysis_2021_eng.pdf

[12] https://www.undp.org/sites/g/files/zskgke326/files/migration/ge/pwds_situation_analysis_2021_eng.pdf

[13] file:///C:/Users/druge/Downloads/FinalGeorgia-Education-Fact-Sheet-2020.pdf

[14] file:///C:/Users/druge/Downloads/FinalGeorgia-Education-Fact-Sheet-2020.pdf

[15] file:///C:/Users/druge/Downloads/FinalGeorgia-Education-Fact-Sheet-2020.pdf

[16] file:///C:/Users/druge/Downloads/FinalGeorgia-Education-Fact-Sheet-2020.pdf

[17] file:///C:/Users/druge/Downloads/FinalGeorgia-Education-Fact-Sheet-2020.pdf

[18] https://www.unicef.org/georgia/media/3436/file/oecd_report_en.pdf

[19] https://www.unicef.org/georgia/media/3436/file/oecd_report_en.pdf

[20] https://www.unicef.org/georgia/media/3436/file/oecd_report_en.pdf

[21] https://www.unicef.org/georgia/media/3436/file/oecd_report_en.pdf

[22] https://www.unicef.org/georgia/media/3436/file/oecd_report_en.pdf

[23] https://www.unicef.org/georgia/media/3436/file/oecd_report_en.pdf

სომხეთის გაძლიერება: დადებითი ცვლილებები განათლების სფეროში გამოწვევების ფონზე.

Written by Zuka Kochladze

სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ქვეყანა, სომხეთი, თავისი განათლების სისტემის ტრანსფორმაციას განიცდის. ბოლო წლებში გატარებულმა ადგილობრივმა ინიციატივებმა, ტექნოლოგიურ განვითარებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მნიშვნელოვანი პროგრესი მოუტანა ქვეყნის განათლების სფეროს. ეს დადებითი ბიძგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სომხეთი დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა უწყვეტი განათლების ხელმიუწვდომლობა და ლტოლვილთა შემოდინება. ამ სტატიაში, ჩვენ შევისწავლით სომხეთის მიღწევებს განათლების სისტემაში და პერსპექტიულ ცვლილებებს, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნა.

Starlink-ის გავლენა: ჩატეხილი საგანმანათლებლო ხიდების აღდგენა

SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტ თანავარსკვლავედის პროექტის, Starlink-ის გამოჩენა გახდა ცვლილების ერთ-ერთი წამახალისებელი სომხეთში. ამ ინიციატივას, ხელმიუწვდომელ რეგიონებში მაღალსიჩქარიანი და დაბალი ლატენტური ინტერნეტის მიწოდებით, შეუძლია მოახდინოს განათლების რევოლუცია ქვეყანაში. ეს წამოწყება მიზნად ისახავს აღმოფხვრას ინტერნეტკავშირის პრობლემები, რომლებიც ბევრი მოსწავლისთვის განათლებას ხელმიუწვდომელს ქმნის. ამ ინიციატივას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრებ სტუდენტებზე, რადგან ისინი ხშირად აწყდებიან შეზღუდვებს დისტანციური სწავლების პროცესში, ვირტუალურ კლასებში მონაწილეობისას თუ ონლაინ რესურსების ძებნისას. Starlink-ის გამოჩენის დამსახურებით, ახლა მოსწავლეებს რთულად მისაწვდომ რეგიონებში აქვთ იგივე შესაძლებლობები, რაც მათ ქალაქში მცხოვრებ თანატოლებს. ახლად დამყარებული ინტერნეტკავშირი ხელს უწყობს წვდომას ონლაინ ბიბლიოთეკებზე, კვლევით მასალებსა და საგანმანათლებლო პლატფორმებზე. ეს თავისთავად აფართოებს მოსწავლეთა ცოდნის არეალს. ვირტუალური საკლასო ოთახები იძლევა საშუალებას იმისა, რომ მოსწავლეებმა დაამყარონ ურთიერთობა მასწავლებლებთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაც ხელს უწყობს კულტურების გაცვლას და ასევე მსოფლიო პერსპექტივის დანახვას. გარდა ამისა, Starlink-ის სწრაფი და დაბალი შეფერხების ინტერნეტი ხელს უწყობს რეალურ დროში თანამშრომლობას, რაც თავის მხრივ დისტანციურ სწავლებას უფრო ინტერაქციულს და მიმზიდველს ხდის. სტუდენტებს შეუძლიათ დასვან კითხვები, მიიღონ დაუყოვნებელი გამოხმაურებები და მოიძიონ განმარტებები. ამით ისინი უკეთესად გაიგებენ და დაიმახსოვრებენ მასალას. Starlink-ის გამოჩენა არის მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ადასტურებს, რომ ტექნოლოგიებს შეუძლიათ აღმოფხვრან საგანმანათლებლო ხარვეზები და შექმნან უფრო სამართლიანი სასწავლო გარემო.

ენერგოეფექტური ინიციატივები: მწვანე ვალდებულებები განათლების სისტემაში

სომხეთი დგამს სხვადასხვა ნაბიჯებს განათლებისთვის პრიორიტეტის მისანიჭებლად, ერთ-ერთი მათგანი არის ენერგოეფექტური ინიციატივები. ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირი თანამშრომლობენ სომხეთთან და აძლევენ მას 25 მილიონი ევროს სესხს, რათა მთავრობამ ენერგოეფექტურები გახადოს პოლიკლინიკები და საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით. ეს ინიციატივა მიჰყვება ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და არის ნაწილი პროექტის “ინვესტირება მწვანე ერევანში – ენერგოეფექტურობა და მწვანე ავტობუსები”. პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად მიზნად ისახავს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას პაციენტებისთვის, ჯანდაცვის სფეროს პერსონალისთვის, საბავშვო ბაღის ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის. შენობების განახლება მოიცავს მათ გამაგრებას, ფანჯრების შეცვლას და ენერგოეფექტური სისტემების დამონტაჟებას. მწვანე პრაქტიკების დანერგვით და მათთვის პრიორიტეტის მინიჭებით, ეს ინიციატივა არა მხოლოდ ამცირებს ენერგიის მოხმარებას და CO2-ის გამოყოფას, არამედ ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს სწავლასა და კეთილდღეობას.

იუნესკოს მხარდაჭერა: ზრუნვა განათლების ხელმისაწვდომობაზე ლტოლვილებისათვის

სომხეთის გამძლეობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, იმით, თუ როგორ უპასუხა მან ქვეყანაში ლტოლვილთა ნაკადის შემოსვლას ყარაბაღის რეგიონიდან. მან გააცნობიერა, რომ მას ესაჭიროებოდა გადაუდებელი მხარდაჭერა განათლების სფეროში და ოფიციალურად მიმართა იუნესკოს დახმარებისთვის, რათა მას შესძლებოდა მოსწავლეებისთვის უწყვეტი განათლების შეთავაზება. იუნესკოს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულეი, მალევე გამოეხმაურა ამ თხოვნას და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის ერთგულებას განათლების სფეროს მიმართ. იუნესკო ეროვნულ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს კომპლექსურ სამოქმედო გეგმაზე. ის იქნება ორიენტირებული ოპტიმალური სასწავლო პირობების უზრუნველყოფაზე, აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის დამხმარე პროგრამების ხელმისაწვდომობაზე და ფსიქოსოციალური დახმარების შეთავაზებაზე. ეს დევნილ მოსწავლეებს დაეხმარება იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლებსაც ისინი აწყდებიან. დევნილი ბავშვებისთვის განათლების უწყვეტად მიწოდების ვალდებულება სომხეთის მზადყოფნას აჩვენებს, შექმნას სტაბილური და მზრუნველი გარემო მიუხედავად სირთულეებისა.

Teach for Armenia: საგანმანათლებლო ტრანსფორმაციის სხივი

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და გარდაქმნებისა, Teach For Armenia იმედის სხივად გვევლინება. ის არის არაკომერციულ ორგანიზაცია, რომელიც წარმოიდგენს ისეთ მომავალს, სადაც ყველა ბავშვს, სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, აქვს წვდომა მაღალი ხარისხის განათლებაზე. Teach For Armenia-ს მისიაა, წაახალისოს ლიდერთა ნაკადი, რომლებსაც აქვთ სურვილი შექმნან პოზიტიური ცვლილებები. ამ მიზნით, Teach For Armenia ახორციელებს “სერონდიის” ინიციატივას, რომელიც წარმოადგენს მოდელს სომხეთის საჯარო სკოლების ტრანსფორმაციისთვის. „სეროონდი“ წარმოადგენს განათლებისადმი ჰოლისტურ მიდგომას, რომელიც აღიარებს, რომ ტრადიციულმა სისტემებმა შეიძლება ვერ უპასუხონ მოსწავლეთა მრავალფეროვან საჭიროებებს. აკადემიურ წარმატებასთან ერთად, „სეროონდი“ სოციალური და ემოციური სწავლების პრიორიტეტიზაციას აყენებს დღის წესრიგში, რაც ისახავს მიზნად შექმნას უფრო სამართლიანი და ეფექტური განათლების სისტემა. პროგრამა ფოკუსირებულია ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებზე, ოჯახების მხარდაჭერაზე და ჰოლისტურ სასწავლო გარემოს შექმნაზე, რაც მორგებულია სომხეთის მიზნებზე, შექმნას მრავალმხრივი და გამძლე პიროვნებები.

დასკვნა: განათლების ნათელი მომავალი სომხეთში

სომხეთის საგანმანათლებლო სფერო დადებით მეტამორფოზს განიცდის, რომელსაც ბიძგს აძლევს ტექნოლოგიური ინოვაციები, საერთაშორისო თანამშრომლობა და ადგილობრივი ინიციატივების ერთგულად შესრულება. Starlink-ის გამოჩენა ქვეყანაში აკავშირებს რთულად მისაწვდომ რეგიონებს ინტერნეტთან, რაც საგანმანათლებლო შესაძლებლობების გათანაბრებას უწყობს ხელს. ენერგოეფექტური პროექტები კი ხაზს უსვამს სომხეთის ერთგულებას შექმნას ხელისშემწყობი სასწავლო გარემო. UNESCO-ს მხარდაჭერა დევნილების მიმართ განათლების სფეროში და Teach For Armenia-ს ტრანსფორმაციული ინიციატივები ხაზს უსვამს ქვეყნის გამძლეობას და მის ჯიუტ მიზანს, რომელიც არის უკეთესი მომავლის შექმნა. განათლებისადმი სომხეთის ერთგულება იმედის მომცემი სხივია, რომელიც შთააგონებს თაობებს გადალახონ სირთულეები, შეიძინონ ცოდნა და შეიტანონ წვლილი საზოგადოების კეთილდღეობაში. სწორედ განათლებაა ის გზა, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს სომხეთში შეუძლიათ იპოვონ ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ნათელი მომავლის შექმნაში გამოიყენებენ, კონფლიქტის ციკლს გაარღვევენ და მშვიდობასა და სტაბილურობას გააძლიერებენ რეგიონში. როცა სომხეთი ებრძვის სხვადასხვა გამოწვევებს, ერთობლივი ძალისხმევა ინდივიდების, ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობების, აშენებს გზას ინკლუზიურ, დაკავშირებულ და გამძლე საგანმანათლებლო ლანდშაფტისაკენ. ბოლო დროს მიღწეული პროგრესი იმედის მომცემია და ასახავს ერთგულებას სახელმწიფოსი განათლების გაუმჯობესების მიმართ. ის ასევე წარმოაჩენს განათლების ტრანსფორმაციულ ძალას, რომელსაც შეუძლია უკეთესი მომავალი შეუქმნას სომხეთსა და მისი ბავშვებს. განათლებაში მუდმივი მხარდაჭერითა და ინვესტიციით, სომხეთი შეძლებს თავის გამოწვევებთან გამკლავებას და ისეთი საზოგადოების შექმნას, სადაც თითოეულ ბავშვს განვითარებისა და თავისი სრული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა ექნება. ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ განათლება პროგრესის ქვაკუთხედად დარჩეს და პოზიტიური ცვლილებების კატალიზატორი გახდეს სომხეთში.

 

წყაროები:

Frąckiewicz, M. (n.d.). Starlink in Armenia: A New Frontier for Education and Healthcare. Retrieved from https://ts2.space/en/starlink-in-armenia-a-new-frontier-for-education-and-healthcare/#gsc.tab=0

EIB. (n.d.). Armenia: EIB provides €25 million to support energy efficiency renovations in Yerevan. Retrieved from https://www.eib.org/en/press/all/2023-480-armenia-eib-provides-eur25-million-to-support-energy-efficiency-renovations-in-yerevan

EIB. (n.d.). More than 30,000 children have fled their homes since the escalation of hostilities in their communities two weeks ago. UNICEF warns all are at risk of deteriorating mental health without immediate support. Retrieved from https://www.unicef.org/armenia/en/press-releases/refugee-children-arriving-armenia-showing-signs-severe-psychological-distress-unicef

UNESCO. (n.d.). Armenia: UNESCO send emergency mission to assist refugee welcome. Retrieved from https://www.unesco.org/en/articles/armenia-unesco-send-emergency-mission-assist-refugee-welcome

Teach For Armenia. (n.d.). In Leap 2023 Challenge. Retrieved from https://solve.mit.edu/challenges/2023-leap-challenge/solutions/74845

Featured image by Janko Ferlič from Unsplash